ჩვენ შესახებ
Linzebi.ge არის ლიტვური ინვესტიციით დაფუძნებული კომპანიის, შპს „კავიტას“, ინტერნეტ მაღაზია. ჩვენ ვყიდით კონტაქტურ ლინზებს, მათ შორის ფერად ლინზებს, თვალის წვეთებს, ლინზების მოსავლელ ხსნარებს, მზის სათვალეებსა და ოპტიკურ ჩარჩოებს.
Linzebi.ge 2013 წელს შეიქმნა, როგორც კონტაქტური ლინზების პირველი ინტერნეტ მაღაზია საქართველოში. მას შემდეგ ვემსახურებით როგორც საცალო, ისე საბითუმო მომხმარებლებს და პროდუქციას ვაწვდით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
ჩვენი მიზანია, შემოგთავაზოთ
- მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება;
- მისაღები ფასები;
- დროული მიწოდება;
- გარანტიის მიცემა;
- გადახდის სხვადასხვა ტიპის შეთავაზება;
- მომხმარებელთა ინტერესებისა და მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინება-დაკმაყოფილება.
ეწვიეთ ჩვენს მაღაზიას
მ. წინამძღვრიშვილის ქ. 110, 0164 თბილისი, მეტრო მარჯანიშვილთან ახლოს.
ღიაა ორშაბათიდან პარასკევამდე, 09:00–18:00; შაბათი და კვირა – დასვენება.
გაქვთ შეკითხვები? იხილეთ კონტაქტები – სიამოვნებით დაგეხმარებით.