პროდუქტის დაბრუნება

თუ შეძენილ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან შეცდომა ჩვენი მიზეზით მოხდა (მაგალითად, გამოგიგზავნეთ არასწორი პროდუქტი), დაგვიბრუნეთ ის და აგინაზღაურებთ სრულ ღირებულებას ან შეგიცვლით პროდუქტს.

სად გამოგზავნოთ პროდუქტი

შპს „კავიტა“, ინტერნეტ მაღაზია Linzebi.ge
მ. წინამძღვრიშვილის ქ. 110, 0164 თბილისი

გთხოვთ, ისარგებლოთ სანდო საკურიერო მომსახურებით ან მოიტანოთ პროდუქტი ჩვენს მაღაზიაში (ღიაა ორშაბათიდან პარასკევამდე, 09:00–18:00).

როგორ დავაბრუნოთ პროდუქტი?!

  1. პროდუქტი ჩადეთ მუყაოს ყუთში.
  2. ამანათში ჩადეთ ჩანაწერი, სადაც მითითებული იქნება შეკვეთის ნომერი, თქვენი სახელი და ტელეფონის ნომერი, ასევე ის, გსურთ თანხის დაბრუნება თუ პროდუქტის შეცვლა.
  3. კარგად დალუქეთ ამანათი და გამოგზავნეთ ზემოთ მითითებულ მისამართზე.

თანხის დაბრუნება / პროდუქტის შეცვლა

  • თანხის დაბრუნება: პროდუქტის სრული ღირებულება ჩაგერიცხებათ საბანკო ანგარიშზე – შეგიძლიათ კვლავ გამოიყენოთ ის ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში შესაძენად;
  • პროდუქტის შეცვლა: პროდუქტს სხვა პროდუქტით შეგიცვლით. სასურველი პროდუქტის წინასწარ დაჯავშნა შეგიძლიათ – გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების განყოფილებას: (+995) 571 72 22 33 ან sales@linzebi.ge.

თანხის სრულად დაფარვა ან პროდუქტის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან შეცდომა მოხდა ჩვენი მიზეზით ( მაგალითად, გამოგიგზავნეთ არასწორი პროდუქტი).